«    მაისი    » «    2013    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 

 
რომელ ტელეარხებს ანიჭებთ უპირატესობას?

სპორტული
კინო
შემეცნებითი
საინფორმაციო
მუსიკალური

 
 
 ახალი ამბები

17 მაისი საქართველოს კავშირგაბმულობის დღეა - 17.05.2013

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ულოცავს საქართველოს კავშირგაბმულობის დღეს ყველა საკაბელო სატრანზიტო კომპანიას და უსურვებს წინსვლას და წარმატებებს პროფესიულო საქმიანობაში.

ვრცლად >>


რომელ არხებს უყურებს აუდიტორია? - 24.01.2013

 

რომელ  არხებს უყურებს აუდიტორია? - თბილისში მოქმედი საკაბელო კომპანიების ნაწილი ამის გაგებას ინტერნეტში  დასმული კითხვების მეშვეობით ცდილობს, ნაწილი კი აბონენტების  გამოკითხვას ატარებს. აღმოჩნდა, რომ თბილისური აუდიტორია   ძირითადად რუსულ და ინგლისურენოვან შემეცნებით და გასართობ არხებს უყურებს, თუმცა, მოთხოვნადია რუსული საინფორმაციო არხებიც, რომლის ტრანსლირებაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგ შეწყდა.

საკაბელო არხების აუდიტორიის გამოკითხვას, როგორც წესი, თავად პროვაიდერები ატარებასეთ კვლევას კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ ატარებს, რაც Media.ge- ამ კომისიის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

 

ვრცლად >>


საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათათბირო ორგანოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს სხდომა - 09.12.2012

 

07.12.2012 თბილისში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 05 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი სათათბირო ორგანოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკის სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ტექნიკური უნივერსიტეტის, მაუწყებლობის ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილია „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე გ.ბერუაშვილი.

7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოსმენილ იქნა EBRD-ის ექსპერტების მიერ შემუშავებული საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის და მისი განხორციელების გეგმის სამსჯელო პროექტების პრეზენტაცია.

 

ვრცლად >>


GMG -ის განცხადება - 17.08.2012

 

ძვირფასო მეგობრებო,

ალბათ შეამჩნევდითრომ 2012-2013 წლების სეზონს - GMG - ფეხბურთი, GMG სპორტი 1 დაGMG სპორტი 2, წინა წლისგან განსხვავებული რეპერტუარით ხვდებაცვლილებები თვალშისაცემიაარის გარკვეული დანაკარგთუმცა სასიხარულო სიახლეც ბევრია. 

ამ ეტაპზე  GMG - ფეხბურთი ვერ გთავაზობთ - ლა ლიგას, სერია ა-ს და საფრანგეთისჩემპიონატს, ვინაიდან ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტრანსნაციონალურმა  კომპანიამშეიძინა ამჩემპიონატების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების  ექსკლუზიური უფლება ყველაენაზე ( მათ შორის ქართულადაც ), თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობას ისინი რუსულ ენაზე გეგმავენ და ისიც მხოლოდ ერთ სპორტულ არხზე.

 

ვრცლად >>


Must Carry-ის პრინციპი - ახალი ვალდებულება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს - 24.07.2012

  Must Carry-ის პრინციპი - საკანონმდებლო სიახლე

ვრცლად >>


GNCC – „2011 წელს საკაბელო პროვაიდერების აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა“ - 04.06.2012

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) 2011 წლის ანგარიშის თანახმად, საკაბელო პროვაიდერების (მაუწყებლობის ტრანზიტორების) აბონენტების რაოდენობა 2011  წელს იზრდებოდა და  წლის ბოლოს 171 ათასზე მეტი აბონენტი შეადგინა. შესაბამისად იზრდებოდა შემოსავლებიც.  2011 წელს ჯამურმა შემოსავალმა 21 მილიონ 800 ათასი  ლარი შეადგინა. მაშინ როდესაც  2010 წელს პროვაიდერებს ჯამში  137 ათასი აბონენტი ჰყავდათ და შემოსავალი 13 მილიონი ლარი იყო.

ანგარიში კომისიამ 31 მაისს საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. იქვე აღნიშნულია, რომ ARPU (მთლიანი შემოსავალი გაყოფილი აბონენტის რაოდენობაზე) წლის განმავლობაში 10 ლარიდან 12 ლარამდე გაიზარდა.

 

ვრცლად >>


„ბლექ სი სატი“ მაუწყებლობას მაისში დაიწყებს - 12.04.2012

თანამგზავრული ოპერატორი „ბლექ სი სატი“ მაუწყებლობას მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში დაიწყებს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ცქიტიშვილმა Media.Ge-სთან საუბრისას განაცხადა, საწყის ეტაპზე ქართული არხები იქნება ჩართული.

„ყველა ქართული ტელევიზია იქნება, მათ შორის GMG-ს არხებიც. უცხოურ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით ჯერ არ ვიცით“, - აღნიშნა მამუკა ცქიტიშვილმა. მისი თქმით, „ბლექ სი სატი“ მოლაპარაკებებს გამართავს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ტელეკომპანია „მე-9 არხთანაც“.

ვრცლად >>


საკაბელო მაუწყებლობისთვის ლიცენზირება საჭირო აღარ იქნება, თანამგზავრულის შემთხვევაში კი, ლიცენზირება ძალაში რჩება - 12.04.2012

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი - "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, არაკონსტიტუციურად სცნო საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზირების ვალდებულება, ანუ საკაბელო მაუწყებლობისთვის ლიცენზირება საჭირო აღარ იქნება; რაც შეეხება თანამგზავრულ მაუწყებლობას, აქ ლიცენზირება ძალაში რჩება.
ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურმა გაავრცელა
.

ვრცლად >>


<< 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | >>
 
  © Copyrights 2008 Created By studio SPAR