"საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი" წარმოადგენს ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საკაბელო ოპერატორებს და მუშაობს მათი ინტერესების დასაცავად. კავშირი დაკავებულია სატელეკომუნიკაციო დარგში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრით, შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს შესაბამის ორგანოებს, ახორციელებს საინფორმაციო მხარდაჭერას და უფასო სამართლებრივ დახმარებას მისი წევრი კომპანიებისათვის.

ოპერატორების ეკონომიკური და სამართლებრივი დახმარების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს კავშირის სახელშეკრულებო ურთიერთობები ტელეარხებთან რეტრანსლიაციის უფლების მიღებისათვის, რაც მნიშვნელოვნად უადვილებს ოპერატორებს მუშაობას, როგორც ეკონომიკურ, ისე სამართლებრივ ნაწილში. დღეის მდგომარეობით კავშირი ახორციელებს მსოფლიოს მრავალი რეიტინგული და წამყვანი ტელეარხების დისტრიბუციას საქართველოში. მუდმივად ცდილობს ხელმისაწვდომი გახადოს ახალი და საინტერესო ტელეარხები ქართველი საკაბელო ოპერატორებისათვის.

"საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი" აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში და ამავე დროს გვევლინება ბევრი კონფერენციის პარტნიორად.

"საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის" ორგანიზატორობით საქართვლოში განხორციელდა არაერთი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი, რამაც სასიკეთო გავლენა იქონია სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებაზე.

კერძოდ, კავშირის ორგანიზატორობით 2005 წელს საქართველოში ჩატარდა ტელერადიომაუწყებელთა და საკაბელო ოპერატორთა მე-5 საერთაშორისო კონგრესი - მესამე ათასწლეული ერთად, ასევე კავშირი არის ორგანიზატორი 2007 წელს გამართული კონფერენციისა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. ხოლო 2008 წელს ციფრული მაუწყებლობის შესახებ ჩატარებული სართაშორისო კონგრესისა.

2016 წლის სექტემბერში საქართველოს საკაბელო ტელევიზიების მიერ ჩატარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია - "საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - მესამე ათასწლეული ერთად-2016", რომელსაც დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება ჰქონდა ბევრ ქვეყანაში. კავშირი გახლდათ ორგანიზატორი საერთაშორისო კონფერენციისა „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების დღეები 2017“, რომელიც ჩატარდა ერევანში. ასევე ორგანიზატორი და მასპინძელი საერთაშორისო კონფერენციისა თბილისში - „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები 2018".

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს აქვს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ბევრი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან. კავშირმა 2017 წლის 28 მარტს ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტების თანდასწრებით და მათი მხარდაჭერით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის შესახებ „ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციასთან".

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის საქართველოში.